თბილისის ოლქი
თბილისის ოლქი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოს სსრ-ში, 1929–1930 და 1951-1953 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — თბილისი.
თბილისის ოლქი | |
თბილისის ოლქი 1951–1953 წლებში (ყვითლად) | |
ქვეყანა | სსრკ |
---|---|
ადმ. ცენტრი | თბილისი |
დაარსდა |
11 ივლისი, 1929 (პირველი) 5 ნოემბერი, 1951 (მეორე) |
ოფიციალური ენა | ქართული ენა და რუსული ენა |
სალაპარაკო ენები | ქართული, რუსული |
გაუქმდა |
ოქტომბერი, 1930 (პირველი) 23 აპრილი, 1953 (მეორე) |
პირველი თბილისის ოლქი
რედაქტირებაპირველი თბილისის ოლქი შეიქმნა 1929 წლის 11 ივლისს. მის შემადგენლობაში შედიოდა აღბულაღის (ახლანდ. თეთრიწყაროს), ბაშქიჩეთის (ახლანდ. დმანისის), ბორჩალოს (ახლანდ. მარნეულის), გარეკახეთის (ახლანდ. საგარეჯოს), ერწო-თიანეთის (ახლანდ. თიანეთის), ლუქსემბურგის (ახლანდ. ბოლნისის), მანგლისის, მცხეთის, თბილისის, წალკისა და ხევის (ახლანდ. ყაზბეგის) რაიონები. რესპუბლიკის ოლქებად დაყოფამ ვერ გაამართლა, ამიტომ 1930 წლის ოქტომბრის დასაწყისში თბილისის ოლქი გაუქმდა.
მეორე თბილისის ოლქი
რედაქტირებათბილისის ოლქი შეიქმნა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1951 წლის 5 ნოემბერის ბრძანებების საფუძველზე. მის დაქვემდებარებაში შედიოდა ქალაქები: გორი, რუსთავი, ასევე ადიგენის, ახალქალაქის, ახალციხის, ახმეტის, ასპინძის, ბოგდანოვკის (ახლანდ. ნინოწმინდის), ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დმანისის, დუშეთის, თეთრი წყაროს, თელავის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, წალკისა და წითელწყაროს (ახლანდ. დედოფლისწყაროს) რაიონები.
ეს იყო ცდა ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა, თუმცა ვერ გაამართლა, რადგან ძველ, რუსეთის იმპერიის დროინდელ ადმინისტრაციულ მოდელს წააგავდა. აღმოსავლეთ საქართველოს გარდა (სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გამოკლებით), თბილისის ოლქის შემადგენლობაში ასევე შედიოდა ახალხევის რაიონი. თბილისის ოლქი გაუქმდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1953 წლის 23 აპრილის ბრძანებების საფუძველზე.
მეთეურები:
- ირაკლი ნიბლაძე — გენერალ-მაიორი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- თბილისის ოლქი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 517, ISBN 99928-20-32-2.