თბილისის ვეტერინარული დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი

თბილისის ვეტერინარული დიაგნოსტიკა და ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი დაარსდა 1907 წელს თბილისში სავეტერინარო ლაბორატორიის სახით. რამდენჯერმე განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ გაერთიანდა ახლად დაარსებულ ექსპერტიზის ვეტერინარულ ინსტიტუტთან, როგორც სადიაგნოსტიკო განყოფილება.

ამ განყოფილების ბაზაზე 1941 წელს დაარსდა რესპუბლიკური სავეტერინარო ლაბორატორია, სადაც წარმოებდა პირუტყვის ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებებზე დიაგნოსტიკური გამოკვლევები (ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, პარაზიტოლოგიური, მიკროლოგიური, ბიოქიმიური და სხვა). 1997 წელს რესპუბლიკური ლაბორატორია გადაკეთდა საქართველოს ვეტერინარული დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის ეროვნულ ცენტრად და დაექვემდებარა საქართველოს სოფელი|სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს ვეტერინარის დეპარტამენტს. 1959 წლიდან მას ექვემდებარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური სავეტერინარო ობიექტებიც. ცენტრის დირექტორი იყო ნ. გუგუშვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება