თარხუნთი, მძლეველი გმირიამინდის ღვთაება ლუვიურსა და გვიანდელ ხეთურ სამყაროში (სამხრეთ მცირე აზიასა და ჩრდილოეთ სირიაში ძვ.წ. II-I - სს). დაკავშირებული იყო სიუხვის მომტან წყლებთან და ქვეყნის ნაყოფიერებასთან. ძირითადი ატრიბუტია — ყურძნის მტევანი და თავთავების კონა. მისი შესატყვისი იყო შუმერული იშქური, სემიტური ადადი, ხურიული თეშუბი. თარხუნთს გენეტიკურად უკავშირდებიან ღვთაებები — კილიკიური ტროკო, ლიკიური trqq, ძველსომხური „ტორქ“ და ეტრუსკული ტარქონი. ძვ.წ. II-I ათასწლეულში მცირე აზიაში „თარხუნთ-თარხუ“ კომპონენტისგან ნაწარმოები იყო მრავალი თეოფორული საკუთარი სახელი (თარხუნთასა, თარხულარა, თარხუნთაცითი და სხვა.)

ხეთური ამინდის ღმერთი, მეხით და ნაჯახით ხელში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება