ტარქონი (ტარკონტი, სტრაბონთან ტარკონიეტრუსკული მითოლოგიის პერსონაჟი. ტირენთა 12 ქალაქის „მომწყობი“. მისი სახელი ეწოდა ქალაქ ტარკვინიას.

სხვადასხვა გადმოცემის მიხედვით, ტირენის ვაჟია ან ჰერაკლეს შთამომავალი. ზოგიერთი ვერსიით კი ტელეფოსის ვაჟი და ტირენის ძმაა. ზოგჯერ ტელეფოსის მამადაც გვხვდება. იოანე ლიდიელის თანახმად, ორი ტარქონი არსებობდა: ევანდრემდელი და ევანდრეს შემდგომი.

ენეიდას თუ დავეყრდნობით, ტარქონი ეტრუსკთა მმართველია, რომელიც ენეასთან კრავს კავშირს. აქტიურად მონაწილეობს ბრძოლაში.

მის სახელს ადარებენ ლუბიურ ღვთაება თარხუნთთან.

  • Lydus, Joannes Laurentius. "2.6.B". De Ostentis.
  • Dennis, George; William Thayer (Editor) (1848, 2009). "Chapter XIX Tarquinii - The City". The Cities and Cemeteries of Etruria. London, Chicago: John Murray, University of Chicago. p. 372 Note 5. Retrieved 24 June 2009.
  • Book VIII.506, 603; X.153, 290; XI.727, 746