თარმან შანმუგარატნამი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თარმან შანმუგარატნამი (დ. 25 თებერვალი, 1957) — სინგაპურელი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. სინგაპურის პრეზიდენტი 2023 წლის 14 სექტემბრიდან.

თარმან შანმუგარატნამი
ტამილ. தர்மன் சண்முகரத்தினம்
დაბადების თარიღი 22 იანვარი, 1957(1957-01-22) (67 წლის)
დაბადების ადგილი სინგაპური
მოქალაქეობა  სინგაპური
განათლება ლონდონის ეკონომიკის სკოლა, ჰარვარდის უნივერსიტეტი, ვოლფსონის კოლეჯი, Anglo-Chinese School, ჯონ კენედის სახელობის მმართველობის სკოლა და კემბრიჯის უნივერსიტეტი
მამა Kanagaratnam Shanmugaratnam
ჯილდოები Asia's Most Influential Singapore[1]

2019-2023 წლებში პრეზიდენტობამდე თარმანი მსახურობდა სინგაპურის უფროს მინისტრად, 2011-2023 წლებში სინგაპურის მონეტარული საზოგადოების თავმჯდომარედ და 2011-2019 წლებში პრემიერ-მინისტრის მოადგილედ.[2] 2011-2015 წლებში იყო ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კოორდინატორი,[3] 2007-2015 წლებში — ფინანსთა მინისტრი, 2003-2008 წლებში განათლების მინისტრი და 2011-2012 წლებში შრომის რესურსების მინისტრი.

თარმანი მთელი თავისი სამთავრობო კარიერის განმავლობაში ერთგულად იბრძოდა ეკონომიკური მდგრადობის და უფრო მეტად ინკლუზიური საზოგადოების შესაქმნელად. მან განათლების მინისტრის პოზიციაზე მუშაობისას გაატარა მსხვილი საგანმანათლებლო რეფორმები, რათა გაეხადა მერიტოკრატიის სისტემა უფრო ფართო და მოქნილი. შემდეგ მან ხელი შეუწყო „სკილსფუჩერის“ პროგრამას (SkillsFuture programme), რომელიც მიზნად ისახავდა სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობებს ყველასათვის..[4] მან ასევე წაახალისა ინიციატივები სინგაპურის მულტიკულტურული მოდელის გასაღრმავებლად და გასავითარებლად.

თარმანი ხელმძღვანელობს რამდენიმე საერთაშორისო საბჭოს, რომლებიც განსაკუთრებით ფოკუსირებულია გლობალურ ფინანსურ რეფორმებზე, მომავალი პანდემიებისთვის მზაობაზე, განათლებასა და გლობალურ წყლის მდგრადობაზე. ამჟამად იგი თავმჯდომარეობს ოცეულის (G30) სამეურვეო საბჭოს, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის, აკადემიური წრეებისა და ფინანსური ინდუსტრიის გამორჩეული აზროვნების ლიდერებისგან შედგება. იგი თანა-თავმჯდომარეობს წყლის ეკონომიკის გლობალური კომისიას (GCEW),[5] რომლის საწყისმა რეკომენდაციებმა დახმარება აღმოუჩინა 2023 წლის მარტის გაერთიანებული ერების წყლის კონფერენციის შედეგებს.[6] გარდა ამისა, იგი თანა-თავმჯდომარეა მაღალი დონის მრჩეველთა საბჭოს, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ 2024 წლის ივლისში დაფუძნდა.[7] იგი ასევე არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) დამკვირვებელთა საბჭოს წევრი, რომელმაც დახმარება აღმოუჩინა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს სტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბებაში.

თარმანი 2019-2024 წლებში თანა-თავმჯდომარეობდა გაეროს ადამიანური განვითარების ანგარიშის მრჩეველთა საბჭოს (HDR) საკონსულტაციო საბჭოს.[8] აღნიშნული საბჭო ინტელექტუალურ რჩევებსა და მიმართულებას აძლევს გაერთიანებული ერების ადამიანური განვითარების ანგარიშის საერთო ხედვას, მიმართულებასა და გზავნილს. იგი ხელმძღვანელობდა საბჭოს 2023-2024 წლებში ჯოზეფ ე. სტიგლიცთან ერთად, და თანა-თავმჯდომარეობდა თომა პიკეტისთან, მაიკლ სპენსთან და მიშელ ლამონტთან ერთად.

თარმან შანმუგარატნამი ადრე იყო მმართველი ხალხის მოქმედების პარტიის (PAP) წევრი, რომელიც 2001-2023 წლებში აირჩიეს პარლამენტის წევრად და წარმოადგენდა იურონგის საარჩევნო ოლქს.[9] თარმანმა თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2001 წლის საერთო არჩევნებში და შემდეგ ოთხჯერ აირჩიეს პარლამენტში — 2006, 2011, 2015 და 2020 წლების საარჩევნო კამპანიების დროს.[10][11]

2023 წლის 8 ივნისს, თარმანმა განაცხადა თავისი სურვილი მონაწილეობა მიეღო იმავე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და 2023 წლის 7 ივლისს ყველა სამთავრობო თანამდებობიდან და პარტიის წევრობიდან გამოაცხადა გადადგომა, რადგან პრეზიდენტის პოზიცია არაპარტიული თანამდებობაა.[12][13] 2023 წლის 2 სექტემბერს, თარმანი გამოცხადდა გამარჯვებულად, მიღებული ხმების 70,41 %-ით, ხმათა დიდი რაოდენობით გამარჯვება მოიპოვა და აირჩიეს სინგაპურის მეცხრე პრეზიდენტად.[14] ამასთანავე, თარმანი გახდა არაჩინური წარმოშობის პირველი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება სინგაპურში საკმაოდ კონკურენტულ საპრეზიდენტო არჩევნებში.[15]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

თარმანი არის მეოთხე თაობის სინგაპურელი ცეილონურ-ტამილური წარმომავლობით.[16][17] იგი არის დამსახურებული პროფესორის კარაგანატნამ შანმუგარატნამის სამი შვილიდან ერთ-ერთი.[17] კარაგანატნამი მედიცინის მეცნიერია, რომელიც ცნობილია როგორც „პათოლოგიის მამა სინგაპურში“, რომელმაც დააარსა სინგაპურის კიბოს რეესტრი და ხელმძღვანელობდა უამრავ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებულია კიბოს და პათოლოგიების კვლევასთან.[18][19][20]

თარმანი დაქორწინებულია იანე იუმიკო იტოგზე, რომელიც სინგაპურელი იურისტია ჩინური-იაპონური წარმოშობით. მან დააარსა და თავმჯდომარეობს ტასეკის აკადემიასა და სოციალურ სამსახურს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად არის ჩართული სოციალური განვითარებისა და მდგრადობის ინიციატივებში. წყვილს ერთად ჰყავთ ერთი ქალიშვილი და სამი ვაჟი.[21][22]

  1. https://www.tatlerasia.com/people/tharman-shanmugaratnam
  2. MP | Parliament Of Singapore. ციტირების თარიღი: 17 July 2020
  3. Senior Minister and Coordinating Minister for Social Policies – Senior Minister and Coordinating Minister for Social Policies.
  4. Speech by DPM and Coordinating Minister for Economic and Social Policies, Tharman Shanmugaratnam, at the Switzerland-Singapore Business Forum: SkillsFuture - Developing a Future Ready Workforce on 12 July 2016. (12 July 2016). ციტირების თარიღი: 14 August 2024
  5. President's Biography. ციტირების თარიღი: 17 July 2024
  6. Ovink, Henk. (16 March 2023) What is the UN 2023 Water Conference and why is it so important? Two experts explain. ციტირების თარიღი: 2 January 2024
  7. Chin, Hui Shan (12 August 2024). „President Tharman to co-chair World Bank's new high-level advisory council on jobs“. The Straits Times. ციტირების თარიღი: 12 August 2024.
  8. Kurohi, Rei (19 March 2022). „SM Tharman appointed to new UN advisory board on multilateralism“. The Straits Times. ციტირების თარიღი: 18 January 2024.
  9. Siow, Christine; Diviyadhaarshini, BNB; Kannan, Yugesh; Chan, Suzanne (10 June 2023). „Tharman a 'great MP' who will be missed, say Jurong GRC residents“. The Straits Times. ციტირების თარიღი: 23 February 2024.
  10. President's Biography (June 2024).
  11. Siow, Christine; Diviyadhaarshini, B. N. B.; Kannan, Yugesh; Chan, Suzanne (2023-06-09). „Tharman a 'great MP' who will be missed, say Jurong GRC residents“. The Straits Times (ინგლისური). ISSN 0585-3923. ციტირების თარიღი: 2024-07-25.
  12. Tharman Shanmugaratnam to run for President in Singapore, will resign from PAP en. ციტირების თარიღი: 2024-07-25
  13. Goh, Yan Han (9 June 2023). „SM Tharman to run for president, will resign from Govt and PAP on July 7“. The Straits Times. ციტირების თარიღი: 17 July 2024.
  14. Goh, Yan Han (2 September 2023). „Landslide 70.4 per cent victory for Tharman as Singapore's next president“. The Straits Times. ციტირების თარიღი: 17 July 2024.
  15. Tan, Eugene (5 September 2023). „What Tharman's massive election win could mean for politics in Singapore“. The Straits Times. ციტირების თარიღი: 18 July 2024.
  16. Goh, Kenneth (12 July 2015). „Mutton munchy“. The Straits Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 October 2016.
  17. 17.0 17.1 Tamils in Federated Malaya and Singapore (19 February 2016).
  18. Aiyoh! After 16 years, he still can't say 'lah.
  19. Interview with Emeritus Professor K Shanmugaratnam.
  20. Working Overtime..
  21. Try discipline with love – Acting Education Minister Tharman: My kids, their Mandarin and their future in China (9 June 2004).
  22. Goh, Yan Han; Ho, Grace (25 August 2023). „Tharman believes S'pore is ready for a non-Chinese PM“. The Straits Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 August 2023. ციტირების თარიღი: 25 August 2023.