პორტალი:თბილისი/ბიოგრაფია

(გადამისამართდა გვერდიდან თარგი:თბილისი/ბიოგრაფია)
სერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი

სერგეი (სერგო) ფარაჯანოვი (სომხ.: Սարգիս Հովսեպի Պարաջանյան სარგის ჰოვსეპი ფარაჯანიან) (დ. 9 იანვარი, 1924, თბილისი ― გ. 20 ივლისი, 1990, ერევანი), საბჭოთა პერიოდის კინორეჟისორი. საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც XX საუკუნის კინემატოგრაფიის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანი.

ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების თავისებური, უცნაური აღწერით. მისი შესაძლოა უდიდესი ნამუშევარი — „ბროწეულის ფერი“ (1969), თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა, რომლის აზრით იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა. ჰომოსექსუალობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმა და მას შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მისი გათავისუფლება მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ ფრანგი სიურრეალისტი მხატვარი ლუი არაგონის შუამდგომლობით მოხერხდა. (...სრულად)