თარგი:დღის სტატია:08-21
შარლერუის ბრძოლა — პირველი მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტის ნაწილი, გაიმართა 1914 წლის 21 აგვისტოს გერმანიის იმპერიის მეორე და მესამე არმიებსა და საფრანგეთის მეხუთე არმიას შორის. ფრანგები მდინარე სამბრის გავლით გეგმავდნენ გერმანელებზე შეტევას, თუმცა გერმანელები პირველები გადავიდნენ შეტევაზე და ფრანგებს იძულებით მოუწიათ უკან დახევა. ბრძოლა საბოლოოდ 23 აგვისტოს, გერმანელთა გამარჯვებით დასრულდა.