თარგი:დღის სტატია:05-5
ევროპის საბჭო — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შედგება ევროპის 47 სახელმწიფოსგან. შეიქმნა 1949 წლის 5 მაისს ლონდონში დასავლეთ ევროპის ათი სახელმწიფოს მიერ (ბელგია, დანია, გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი და შვედეთი).
მისი მიზნებია: 1) ადამიანის უფლებების, პლურალისტური დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვა; 2) ევროპის კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება, ევროპული კულტურის განვითარება; 3) ევროპული საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემათა გადაწყვეტის გზების ძიება (უმცირესობათა დისკრიმინაცია, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა, გარემოს დაცვა, კლონირება, შიდსი, ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული და სხვა).