თარგი:დღის სტატია:04-18
ბანდუნგის კონფერენცია — აზიისა და აფრიკის 29 ქვეყნის კონფერენცია, ჩატარდა 1955 წლის 18-24 აპრილს ინდონეზიის ქალაქ ბანდუნგში. გადაწყვეტილება მისი მოწვევის შესახებ მიიღო ინდოეთის, ბირმის, ინდონეზიის, პაკისტანისა და ცეილონის პრემიერ-მინისტრთა კოლომბოს თათბირმა 1954 წლის აპრილში.
კონფერენციის მონაწილეებმა დაგმეს კოლონიალიზმი, რასობრივი დისკრიმინაცია და სეგრეგაცია, მხარდაჭერა გამოუცხადეს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ხალხებს, თხოვნით მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს მიეღოთ გაეროში კამბოჯა, ცეილონი, იაპონია, იორდანია, ლაოსი, ლიბია, ნეპალი და გაერთიანებული ვიეტნამი.