თარგი:დღის სტატია:03-18

გეორგიოს I
გეორგიოს I

გეორგიოს I (ბერძ. Γεώργιος Αʹ, Βασιλεύς των Ελλήνων, Geórgios Αʹ, Vasiléfs ton Ellínon; დ. 24 დეკემბერი 1845 — გ. 18 მარტი 1913) — საბერძნეთის მეფე 1863 წლიდან 1913 წლამდე.

დანიელი პრინცი ვილჰელმი დანიის დედაქალ კოპენჰაგენში დაიბადა. ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში არჩეული იქნა მეფედ საბერძნეთის ეროვნული ანსამბლეის მიერ, რომელმაც საბერძნეთის ყოფილი მეფე ოტონი გადააყენა. მისი კანდიდატურა წამოაყენეს ისეთმა ძლიერმა ძალებმა, როგორებიც იყვნენ: დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთის მეორე იმპერია და რუსეთის იმპერია.