თარგი:დღის მოვლენები:10-21

მზის დაბნელება 1999 წელს.
მზის დაბნელება 1999 წელს.
  • ძვ. წ. 2137 : ისტორიაში პირველი მზის დაბნელების აღწერა ჩინეთში.
  • 1520 : ფერნანდო მაგელანი გადის ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელ სრუტეზე, რომელსაც შემდგომში მისი სახელი დაერქვა.
  • 1805 : ტრაფალგარის ბრძოლაბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ადმირალ ჰ. ნელსონის მეთაურობით დაამარცხა საფრანგეთისა და ესპანეთის ფლოტი.
  • 1824 : ჯოზეფ ასპდინი აპატენტებს პორტლანდცემენტს.
  • 1945 : საფრანგეთში ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის ნება დართეს.
  • 1967 : ვაშინგტონში ვიეტნამის ომის გამო გამართულ საპროტესტო აქციაში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
  • 1983 : წონისა და ზომის მე-17 საყოველთაო კონფერენციაზე განისაზღვრა მეტრი სინათლის სიჩქარესთან მიმართებაში, როგორც მანძილი, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში 1/299,792,458 წამში.