თარგი:დღის მოვლენები:09-2

კლეოპატრა VII
კლეოპატრა VII
  • ძვ. წ. 31 : აქციუმის კუნძულებთან ბრძოლაში ოქტავიანემ დაამარცხა მარკუს ანტონიუსის და კლეოპატრას (სურათზე) ფლოტი.
  • 1666 : ლონდონის დიდი ხანძარი იწყება, რომელიც სამი დღის განმავლობაში 10 000 ნაგებობას ანადგურებს, წმინდა პავლეს საკათედრო ტაძრის ჩათვლით.
  • 1752 : დიდი ბრიტანეთი გრიგორიანულ კალენდარზე გადადის, თითქმის ორი საუკუნით გვიან ვიდრე დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი.
  • 1870 : ფრანკო-პრუსიის ომი — პრუსიელებმა შეიპყრეს ნაპოლეონ III სედანის ბრძოლაში; საფრანგეთის მეორე იმპერია რამდენიმე დღეში დაიშალა.
  • 1945 : ვიეტნამი დამოუკიდებლობას აცხადებს და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკად (ჩრდილოეთ ვიეტნამი) ყალიბდება.
  • 1991 : აშშ ბალტიისპირეთის ქვეყნების: ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის დამოუკიდებლობას ცნობს.