თარგი:დღის მოვლენები:08-20

სიმეონ I
სიმეონ I
  • 636 : იარმუკის ბრძოლაში არაბები ხალიდ იბნ ალ-ვალიდის მეთაურობით სირიასა და პალესტინას ართმევენ ბიზანტიის იმპერიას, რაც მუსლიმანთა დაპყრობებისა და არაბეთს გარეთ ისლამის სწრაფი გავრცელების პირველი დიდი ტალღა იყო.
  • 917 : ახელოოს ბრძოლაში ბულგარელებმა მეფე სიმეონ I-ის (სურათზე) მეთაურობით ბიზანტიელები განდევნეს თრაკიიდან.
  • 1000 : უნგრეთი დაარსდა როგორც ქრისტიანული სახელმწიფო იშტვან I-ის მიერ.
  • 1940 : მეხიკოში გადასახლებაში მყოფ რუს რევოლუციონერ ლევ ტროცკის დაქირავებულმა მკვლელმა ცულით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
  • 1968 : ვარშავის პაქტის ქვეყნების ჯარები შევიდნენ ჩეხოსლოვაკიაში, „პრაღის გაზაფხულის“ პოლიტიკური ლიბერალიზაციის პროცესის ჩასახშობად.
  • 1991 : 50-წლიანი ოკუპაციის შემდეგ ესტონეთმა სსრ კავშირისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 1991 : საბჭოთა კავშირის დაშლა : 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოდის საბჭოთა კავშირის პარლამენტის შენობის წინ ხუნტის წინააღმდეგ.