თარგი:დღის მოვლენები:05-7

  • 558 : კონსტატინოპოლში აია-სოფიას გუმბათი ჩამოინგრა. იუსტინიანე I-ის ბრძანებით დაუყოვნებლივ იწყებენ მის მშენებლობას.
  • 1348 : პრაღის უნივერსიტეტი დაფუძნდა.
  • 1429 : ჟან დ’არკი ორლეანის ალყას ასრულებს. გამარჯვება გადამწყვეტი გახდა ასწლიანი ომისთვის.
  • 1516 : ჩრდილოეთ ამერიკაში დაწესდა ინკვიზიცია.
  • 1824 : ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის პრემიერა გაიმართა ვენაში, ავსტრია.
  • 1832 : ლონდონის ხელშეკრულებით საბერძნეთი დამოუკიდებლად ცნეს. მის მეფედ აირჩიეს ბავარიის პრინცი ოტო ვიტელსბახელი.
  • 1920 : მოსკოვის ხელშეკრულება: საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცნო.
  • 1946 : დაარსდა ელექტროტექნიკური კომპანია Sony.
  • 1948 : ჰააგის კონგრესზე დაარსდა ევროპის საბჭო.
  • 1999 : პაპი იოანე პავლე II რუმინეთში ჩადის, რითაც პირველი პაპი გახდა, რომელმაც აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ქვეყანა მოინახულა დიდი სქიზმის შემდეგ (1054).
  • 2007 : ნასას განცხადებით აღმოჩენილია SN 2006gy, ზეახალი ვარსკვლავი ისტორიაში დღემდე დაფიქსირებული უდიდესი აბსოლუტური სიკაშკაშით.