თარგი:დღის მოვლენები:04-22
- 1500 : პორტუგალიელმა მოგზაურმა პედრუ ალვარიშ კაბრალმა (სურათზე) ბრაზილიას მიაღწია, როგორც პირველმა ევროპელმა.
- 1509 : ჰენრი VIII ინგლისის ტახტზე ავიდა.
- 1915 : პირველი მსოფლიო ომი — ფრანგების წინააღმდეგ იპრთან ბრძოლისას გერმანელებმა პირველად გამოიყენეს ქლორის გაზი, როგორც მასობრივი განადგურების იარაღი.
- 1918 : საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის შემადგენლობით ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა შეიქმნა.
- 1941 : გერმანული ჯარები შეიჭრნენ იუგოსლავიასა და საბერძნეთში.
- 1970 : პირველად აღნიშნეს დედამიწის დღე.
- 2016 : ხელი მოაწერეს პარიზის შეთანხმებას, საერთაშორისო ხელშეკრულება გლობალური დათბობის შესახებ.