თარგი:დღის მოვლენები:04-19

ჯეიმზ კუკი
ჯეიმზ კუკი
  • 1713 : უძეობის გამო საღვთო რომის იმპერატორმა კარლ VI-მ გამოსცა პრაგმატული სანქცია, რომლითაც მისი ქალიშვილები ჰაბსბურგის მიწების მემკვიდრეები გახადა.
  • 1770 : კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა (სურათზე) ახალი სამხრეთი უელსი (ავსტრალია) აღმოაჩინა.
  • 1775 : ამერიკის რევოლუციური ომი დაიწყო ლექსინგტონისა და კონკორდის ბრძოლებით ბრიტანეთის კოლონია მასაჩუსეტსში.
  • 1839 : ლონდონის ხელშეკრულებით ბელგიის სამეფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
  • 1943 : ნაცისტების ჯარები ვარშავის გეტოში შევიდნენ დარჩენილი ებრაელების დასაჭერად, რამაც პირველი მასიური აჯანყება გამოიწვია პოლონეთში ნაცისტების ოკუპაციის წინააღმდეგ ჰოლოკოსტის პერიოდში.
  • 1971 : ბაიკონურის კოსმოდრომიდან ტორეტამთან, ყაზახეთის სსრ (სსრკ), ორბიტაზე გაუშვეს პირველი კოსმოსური სადგური „სალუტ-1“.
  • 1975 : ორბიტაზე გაიყვანეს ინდოეთის პირველი კოსმოსური ხომალდი „არიაბჰატა“.