თარგი:დღის მოვლენები:03-29
1461 : იორკებმა ლანკასტერები დაამარცხეს ტოუტონის ბრძოლაში იორკშირთან, ინგლისი, რაც უდიდესი ბრძოლა გახდა ვარდების ომში დაახლოებით 20 000 დაღუპულით.
1638 : შვედმა ახალმოსახლეებმა ახალი შვედეთი დააფუძნეს დელავერის ყურესთან, რაც პირველი შვედური კოლონია გახდა ამერიკაში.
1807 : გერმანელმა ასტრონომმა ჰაინრიხ ვილჰელმ ოლბერსმა (სურათზე) აღმოაჩინა 4 ვესტა, ასტეროიდთა სარტყელში სიდიდით მეორე ყველაზე მასიური სხეული.
1831 : ბოსნიელმა გენერალმა ჰუსაინ გრადაშჩევიჩმა სულთან მაჰმუდ II-ის ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო.
1879 : პეტრე ჩაიკოვსკის ოპერა „ევგენი ონეგინის“ პრემიერა შედგა მცირე თეატრში.
1974 : ნასას მარინერ 10, გაშვებული 1973 წლის ნოემბერში, პირველი კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელმაც პლანეტა მერკურს ჩაუფრინა.
2004 : ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია ნატოში გაწევრიანდნენ.