ტოუტონის ბრძოლა
ვარდების ომის ნაწილი

ტოუტონის ბრძოლა, რიჩარდ ვუდვილის (1856–1927) ნახატი
თარიღი 29 მარტი, 1461
მდებარეობა ტოუტონი, იორკის მახლობლად
შედეგი იორკების გამარჯვება
მხარეები
თეთრი ვარდი იორკები წითელი ვარდი ლანკასტერები
მეთაურები
ედუარდ IV
რიჩარდ ნევილი
უილიამ ნევილი
ჯონ მოიბრეი
ჰენრი ბოფორტი
ჰენრი ჰოლანდი
ჰენრი პერსი-KIA
ენდრიუ ტროლოპი-KIA
ძალები
25-30 000 ჯარისკაცი 30-35 000 ჯარისკაცი[1]
დანაკარგები
8 000 დაღუპული 20 000 დაღუპული
ტოუტონის ბრძოლა ვიკისაწყობში

ტოუტონის ბრძოლა (ინგლ. Battle of Towton) — ვარდების ომის ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა, გაიმართა 1461 წლის 29 მარტს, ბზობას, იორკის მახლობლად.

ორივე მხრიდან დანაკარგმა მიაღწია 28 000-ს, რაც მაშინდელი ინგლისის დაახლოებით 1 % იყო. თვლიან, რომ ლანკასტერების მხარეზე იბრძოდა 42 000 ჯარისკაცი, ხოლო იორკების მხარეს - 36 000 ჯარისკაცი, მათ შორის 28 ლორდი. იორკების არმიას ხელმძღვანელობდა იორკის გრაფი ედუარდი, რომელსაც უკვე ინგლისის მეფედ გამოეცხადებინა თავი. ბრძოლა გაგრძელდა მთელი დღე და გამარჯვება იორკების მხარეს გადაიხარა მას შემდეგ, რაც ნორფოლკის ჰერცოგ, ჯონ დე მოუბრეის დამხმარე ძალამ ლანკასტერების მარცხენა ფლანგს დარტყმა მიაყენა. ბრძოლის შემდეგ 1461 წლის 28 ივნისს მოხდა ედუარდ IV-ის კორონაცია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Garvett C. Towton 1461. England’s bloodiest battle / C. Garvett. — Osprey Publishing. — 2003. — 96 p.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Sadler, J., Towton: The Battle of Palm Sunday Field, Barnsley 2011, p.78