თარგი:დღის მოვლენები:03-11

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ლოგო
საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ლოგო
  • 1649 : საფრანგეთის მთავრობა და ფრონდა ხელს აწერენ რუელის მშვიდობას, რამაც ქვეყანა სამოქალაქო ომისგან იხსნა.
  • 1801 : გადამდგარმა ოფიცრებმა საკუთარ საძინებელში რუსეთის იმპერატორი პავლე I მოკლეს, რამაც ტახტისკენ გზა გაუხსნა მის ვაჟს, ალექსანდრე I-ს.
  • 1851 : ვენეციაში ჯუზეპე ვერდის ოპერა „რიგოლეტოს“ პრემიერა შედგა.
  • 1917 : პირველი მსოფლიო ომი: ბრიტანეთის ჯარებმა სერ სტენლი მოდის ხელმძღვანელობით ოსმალეთის იმპერიის სამხრეთის დედაქალაქი ბაღდადი აიღეს.
  • 1918 : ბოლშევიკებმა რუსეთის დედაქალაქი პეტროგრადიდან მოსკოვში გადაიტანეს.
  • 1990 : ლიტვამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 2003 : საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს (ლოგო სურათზე) საინაუგურაციო სხდომა შედგა ჰააგაში.