თარგი:დღის მოვლენები:02-13

დრეზდენის დაბომბვა
დრეზდენის დაბომბვა
  • 1258 : ბაღდადის აღებით მონღოლებმა აბასიანთა სახალიფო გაანადგურეს.
  • 1689 : სახელოვანი რევოლუციაუელსის პრინცი ჯეიმზ სტიუარტის ნაცვლად ინგლისის თანამმართველებად უილიამი და მერი გამოაცხადეს.
  • 1815 : კემბრიჯის გაერთიანება — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი დებატების საზოგადოება დაარსდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, ინგლისი.
  • 1880 : თომას ედისონი აკვირდება ედისონის ეფექტს, რომელიც შემდეგში საფუძვლად დაედო ინგლისელი ჯონ ფლემინგის მიერ შემუშავებულ ვაკუუმიან დიოდებს.
  • 1894 : ძმები ლუმიერები აპატენტებენ სინემატოგრაფს, რომელიც კინოკამერისა და პროექტორის კომბინაციას წარმოადგენდა.
  • 1945 : მეორე მსოფლიო ომიმოკავშირეებმა დრეზდენის დაბომბვა (სურათზე) დაიწყეს, რის გამოც წარმოქმნილმა ხანძარმა ათობით ათასი მოქალაქე იმსხვერპლა.
  • 1960 : საფრანგეთმა ბირთვული იარაღის პირველი გამოცდა მოაწყო საჰარას უდაბნოში.