თარგის განხილვა:თიღვის მუნიციპალიტეტი
ამ თარგში შეცდომაა, იქნებ გავარკვიოთ რომელია თიღვის მუნიციპალიტეტის წნელისი?--ჯაბა 1977 05:52, 10 მარტი 2018 (UTC)
- არ ვიცი, ინტერნეტით და დოკუმენტებით ამის დადგენა შეუძლებელია. რუკიდან და ქართული კანონმდებლობის დაყოფიდან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ ყოფილი ბალთის თემის წნელისი უნდა იყოს, მაგრამ ამას ვერ დავადასტურებ. ამ მუნიციპალიტეტის რომელიმე ოფიციალურ პირს რომ დავუკავშირდეთ, ეცოდინებათ პასუხი --M. განხილვაწვლილი 08:10, 11 მარტი 2018 (UTC)
ისე ლოგიკურად, რადგან ბალთა ამ მუნიციპალტეტშია, ალბათ ბალთის წნელისი უნდა იყოს ამავე მუნიციპალიტეტშიც. თუმცა ამ წამს დავრეკე თიღვის მუნიციპალიტეტში და გამირკვევენ. --ჯაბა 1977 06:32, 12 მარტი 2018 (UTC)
- როგორც ვვარაუდობდი თიღვის თემიდანაც იგივე პასუხი მივიღე. ბალთის თემის წნელისი შედის თიღვის თემში, ხოლო ძვილეთის თემის წნელისის სტატუსი ვერ მითხრეს, ფიზიკურად კი არსებობს, მაგრამ რეესტრში არ არის შეტანილიო. --ჯაბა 1977 06:42, 12 მარტი 2018 (UTC)
ბევრია ასეთი სოფელი, არცერთ მუნიციპალიტეტში და თემში რომ არ შედის ოკუპაციის გამო. ასეთ სოფლებს მხარეს და მუნიციპალიტეტს ვერ მივუთითებთ, შეგვიძლია დავწეროთ, რომ ამა და ამ წლამდე შედიოდა ამა და ამ რაიონში და დღეს ოკუპირებულია. შესაძლებელია ასევე ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული დაყოფით სად შედის, ამ ინფორმაციის მითითებაც. მაგ ბეყმარი. --M. განხილვაწვლილი 13:52, 12 მარტი 2018 (UTC)
- კი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი სამი მუნიციპალიტეტი არასრულად მოიცავს ცხინვალისა და ზნაურის რაიონების სოფლებს. ამ ეტაპზე მე სხვა საზრუნავი მაქვს: ვწერთ სტატიებს ოკუპირებული ტერიტორიის ძეგლებზე. კატეგორიები მაფიქრებს. რა კატეგორია დავუწერო მაგალითად თუკი ბეყმარში რამე ტაძარი მდებარეობს? --ჯაბა 1977 16:02, 12 მარტი 2018 (UTC)
- არ ვიცი :) ერთი ვარიანტია პირდაპირ უფრო ზოგადში გავუშვათ, მაგ. საქართველოს ტაძრები. შეიძლება იყოს ტაძრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე (სახელის დახვეწა შეიძლება) --M. განხილვაწვლილი 17:35, 12 მარტი 2018 (UTC)
21 აპრილამდე რამეს გავარკვევ :) ამ დღეს ვწერ ჩემს ბავშვებთან ერთად აღნიშნულ სტატიებს. მე ვფიქრობ არსებული სამი მუნიციპალიტეტის გარეთ რომელი სოფლებიც არსებობს დროებით მაინც დავუწეროთ ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტები. --ჯაბა 1977 19:20, 12 მარტი 2018 (UTC)
- ეტყობა გარკვევა ჯერ არ მომხდარა. თარგი გადასახედია.--ცანგალა 17:14, 3 თებერვალი 2020 (UTC)
თემები
რედაქტირებათარგში სოფლებს თემების მიხედვით არ ვალაგებთ. ამაზე იყო უზარმაზარი განხილვა და კენჭისყრა დიდი ხნის წინ. სოფლები ლაგდება ანბანური თანმიმდევრობით --M. განხილვაწვლილი 05:18, 28 მაისი 2020 (UTC)
- გაკეთდა გიო ოქრო 21:11, 15 ივნისი 2020 (UTC)