თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (პარიზი)

თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (პარიზი) (Musée National d'Art Moderne) — XX საუკუნის დასაწყისში ევროპისა და ამერიკის სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი. გაიხსნა 1947 წელს. განთავსებულია პომპიდუს ცენტრში.

მუზეუმში განსაკუთრებით ფართოდაა წარმოდგენილი ფოვიზმი (ანრი მატისი, რაულ დიუფი), კუბიზმი (პაბლო პიკასო, ჟორჟ ბრაქი), სიურრეალიზმი (სალვადორ დალი), აბსტრაქციონიზმი (ვასილი კანდინსკის, რ. დელონეს, ა. მანესიეს, პ. სულაჟის, ჟ. მატიეს ფერწერა; ა. კოლდერის ქანადაკება), კონსტრუქტივიზმი (ნ. გაბოსა და ა. პევზნერის ქანდაკება), აგრეთვე მოქანდაკე ო. ცადკინის, ფერმწერთა ჟ. რუისა და ა. მოდილიანის შემოქმედება.

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება