თამრებაის ჯვარი
თამრებაის ჯვარი, ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთის დასავლეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგები ყოფილა რიყის ქვით. სიგრძე 5,55 მეტრი, სიგანის დადგენა არ ხერხდება. შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ კედლის ნაწილი (სიმაღლე 1,5 მეტრი) და ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილო გვერდის ნახევარი, მცირე ზომის სწორკუთხა ნიშით. ეკლესიასთან ახლოს რიყის ქვით ნაგები, გეგმით სწორკუთხა ორი შენობის (10 x 6 მეტრი და 8 x 4 მეტრი) ნაშთია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 390.