თამარ გურგენიძე (დ. 31 აგვისტო, 1940) — ქართველი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა რუსეთის ქალაქ, ვორონეჟში. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი 1963 წელს. ჯერ კიდევ III კურსის სტუდენტმა 1961 წელს თბილისის ოპერის სცენაზე შეასრულა ოლგას პარტია.

1963 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი და წარმატებით ასრულებდა მეცო–სოპრანოს წამყვან პარტიებს, რომელთაგან აღსანიშნავია: მარინა მნიშეკი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), კანიო (ლეონ კავალოს „ჯამბაზები“), კარმენი (ბიზეს „კარმენი“), დედა (თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), კატო (დავითაშვილის „ქაჯანა“), ამნერისი, აზუჩენა, ებოლი (ვერდის „აიდა“, „ტრუბადური“, „დონ კარლოსი“), ლოლა (მასკანის „სოფლური ღირსება“), ლუჩია (გია ყანჩელის „და არს მუსიკა“), ბარბალე (ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“).

თამარ გურგენიძე ეწეოდა სასცენო მოღვაწეობასაც. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ვოკალური ციკლები, მათ შორის გამორჩეულია: შუმანის „ქალის სიყვარული და ცხოვრება“, დეფალიას „7 ესპანური სიმღერა“, მუსორგსკის „უმზეოდ“ და „სიკვდილის სიმღერები და ცეკვები“, ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია თაქთაქიშვილის „5 ვოკალური პოემა“ და სხვა.

თამარ გურგენიძე ფლობს ლამაზი ტემბრის მეცო-სოპრანოს ყველა რეგისტრს, გამოირჩევა ფრაზირების განსაკუთრებით მაღალი კულტურით, ასევე ფართო ვოკალურ-არტისტული დიაპაზონით და მიმზიდველი სცენური გარეგნობით.

1984 წელს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება