თამარ გაბისონი (დ. 10 მარტი, 1980) — ქართველი იურისტი, სამოქალაქო უფლებების დამცველი.

თამარ გაბისონია
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1980 (1980-03-10) (44 წლის)
ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა იურისტი, სამოქალაქო უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1980 წლის 10 მარტს, ქალაქ ზუგდიდში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2007 წელს სტაჟირება გაიარა ინგლისის არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერაიტისის“ ოფისში (ლონდონი) და მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდის მიერ პოლონეთში მოწყობილ საზაფხულო სკოლაში. მონაწილეობდა რამდენიმე საერთაშორისო ტრენინგში. 2008-2009 წლებში იყო საქართველოს პროფკავშირების იურისტი. 2003 წლიდან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“; არის ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო „თავისუფლების“ პროექტი, გვ. 295, თბ., 2014.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება