თამარ ბერაია (დ. 1987, თბილისი) — კლასიკური მუსიკის ქართველი პიანისტი.

თამარ ბერაია
დაბადების თარიღი 1987
თბილისი
საქმიანობა მუსიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

თამარ ბერაია მუსიკოსების ოჯახში დაიბადა და ფორტეპიანოს სწავლა ხუთი წლის ასაკში დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. მისი მუსიკალური განათლება გაგრძელდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის „ნიჭიერთა ათწლედში,“ ხოლო შემდეგ — ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.[1]

მაგისტრის ხარისხი მიიღო ლუცერნის გამოყენებით მეცნიერებათა და ხელოვნების უნივერსიტეტში, სადაც მისი ხელმძღვანელი ჩეხი პიანისტი ივან კლანსკი იყო.

ბერაიამ 1997 წელს ვილნიუსში, ახალგაზრდა პიანისტთა და მევიოლონეთა საერთაშორისო კონკურსზე[2], პირველი ადგილი დაიკავა. 2005 წელს ასევე პირველიადგილი მოიპოვა თბილისის საერთაშორისო კონკურსზე.[3]

2001 წელს ფრანგმა პიანისტმა, კომპოზიტორმა და პედაგოგმა მიშელ სონიმ ბერაია ავსტრიაში, „ვილა-შინდლერში“, მატერკლასებზე მიიწვია.[4]

იგი ხშირად მონაწილეობას იღებდა მიშელ სონის ფონდ SOS Talents Foundation-ის მიერ ორგანიზებულ მასტერკლასებში ავსტრიასა და [შვეიცარია]]ში ხატია ბუნიათიშვილთან, იანა ვასილიევასთან და სხვა ახალგაზრდა პიანისტებთან ერთად.

მაესტრო სონისთან მუშაობის პერიოდს ბერაია ასე იხსენებს:

 
„მიშელ სონისთან სწავლა ჩემთვის ყოველთვის შთამაგონებელი იყო. პიანისტი, კომპოზიტორი, მწერალი, ფილოსოფოსი და პედაგოგი — იგი უნიკალური პიროვნებაა. მისი მეთოდი განსაკუთრებულია და პიანისტებს ეხმარება ინსტრუმენტის დაუფლებაში და ასევე მუსიკალური ფრაზირების სენსიტიურ აღქმაში“

[5]

თამარ ბერაია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სცენაზე წარმატებით გამოდის. 2018 წელს ჩაწერა ბეთჰოვენისა და ლისტის ნაწარმოებებისადმი მიძღვნილი კომპაქტ-დისკი,[6] რომელიც მისი შემოქმედებითი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

2024 წლის 22 ნოემბერს Odradek Records-მა SOS Talents Foundation-Michel Sogny-ს ხელშეწყობით გამოსცა მისი ახალი კომპაქტ-დისკი მიშელ სონის მუსიკალური ნაწარმოებებით.[7][8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება