მიშელ სონის ფორტეპიანოს სწავლების მეთოდი
მიშელ სონის ფორტეპიანოს სწავლების მეთოდი — მუსიკისა და ფორტეპიანოს სწავლების სისტემა, რომელიც ფრანგმა პიანისტმა, კომპოზიტორმა და პედაგოგმა მიშელ სონიმ შექმნა. შემუშავებულია და გამოიყენება 1974 წლიდან.
მიშელ სონი აღნიშნავს, რომ მუსიკის სწავლება მე-19 საუკუნიდან ცოტათი შეიცვალა. ამიტომ, გადაწყვიტა აღედგინა სისტემა, რომელიც ითვალისწინებდა განსხვავებული პარამეტრების ევოლუციას მე-20 საუკუნის ბოლოს. თავდაპირველად, სონის მეთოდი გამიზნული იყო ზრდასრულებისთვის. სწავლების ეს სისტემა მათ საშუალებას აძლევს განვითარდნენ და აღმოაჩინონ მუსიკალური ინტერპრეტაციის სიამოვნება დისციპლინაში, რომელიც გვიანი მიდგომისთვის მიუწვდომლად მიიჩნეოდა.
სონის საფორტეპიანო მეთოდოლოგია ისწავლებოდა მისივე სახელობის სკოლებში პარიზსა და ჟენევაში. 1974 წლიდან მეთოდი 20 000-ზე მეტ მიმდევარს ითვლის.[1].
სწავლების სპეციფიკა დაფუძნებულია განვითარების ორ ძირითად მიმართულებაზე : დიდაქტიკური ნაწარმოებები, სახელწოდებით პროლეგომენები,([2] რომლებიც მცირე ფორმის სავარჯიშოებს წარმოადგენს და ეფექტურად ანვითარებს მუსიკალური ფრაზის და ბგერის აღქმას. ციკლი მოიცავს 600-მდე მუსიკალურ პიესას. მეორე ძირითადი მიმართულება არის ეტიუდების ციკლი, სადაც ყოველი ტექნიკური ბარიერი გათვლილია და დაჩქარებული ტემპით იძლევა საშუალებას თავისუფლებაში მოიყვანოს ხელის აპარატი..[3]
საფორტეპიანო ტექნიკის დასაუფლებლად, ეტიუდების ციკლი საშუალებას იძლება ადრეული ასაკიდანვე დამწყებმა მუსიკოსებმა დაძლიონ რთული ნაწარმოებები და მიიღონ ეფექტური შედეგი.
მის სტუდენტებს შორის, მიშელ პარიმ ფორტეპიანოს შესწავლა 26 წლის ასაკში დაიწყო, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ კი მან პროგრესს მიაღწია, რამაც საჯარო კონცეტრზე გამოსვლის საშუალებას მისცა;[4] 1980 და 1981 წელს ის ელისეს მინდვრების თეატრში წარსდგა ლისტის ნამუშევრებით.[5][6][7] მიშელ სონის მოსწავლე იყო კლოდინ ზევაკო, რიმელიც 1983 წელს ასევე გამოდიოდა ელისეს მინდვრების თეატრში. 1984 წელს, დიორდ ციფრამ მიშელ სონი და კლაუდინ ზევაკო ქალაქ სანლისში მიიწვია, ციფრას ფონდის ეგიდით.[8]
მიშელ სონის მოსწავლეებს შორის მრავალი მომღერალი თუ მსახიობია, მათ შორის არიან: იზაბელ ობრე, ანი კორდი, მარი პოლ-ბელი, ალის დონა, პიერ დუგლასი, ევა, ფრანსუა ჰარდი, სილვი ჯოლი, ჟან მენსონი, კატრინ რიბეირუ, ანრი სალვადორი, ჟან-ჟაკ სემპე, უილიამ შელერი.[9].
1981 წელს, სენატის სხდომაზე შეიტანეს წერილობითი მოთხოვნა მიშელ სონის სკოლის მთელი საფრანგეთის მასშტაბით გაფართოების თაობაზე.[10].
1995 წელს, ავსტრიაში, ვილა-შინდლერის მუსიკალურ დაწესებულებაში, იეჰუდი მენუჰინის თავმჯდომარეობით, მიიღეს სონის მეთოდი. პირველი მოსწავლეები, რომლებიც იქ დაეუფლნენ სონის მეთოდს, იყვნენ ელისო ბოლქვაძე, ხატია ბუნიათიშვილი და მისი და გვანცა, თამარ ბერაია და მისი და ნათია, ანა ფედოროვა, იანა ვასილიევა. მიშელ სონის ფონდ SOS Talents-ის ფარგლებში მათ სხვებიც მიჰყვნენ, მათ შორის, ალექსანდრა მასალევა და ანა ყიფიანი. სტეფან ფრიედერიხი სონის მეთოდის შესახებ წერს: „ინოვაციური მეთოდი, რომლის ყველაზე დამაჯერებელი მაგალითია ხატია ბუნიათიშვილი“.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Thierry Hillériteau (2 mai 2014). „Les antiques accords de Michel Sogny“. Le Figaro (ფრანგული). lefigaro.fr. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება). - ↑ François Lancel (mai 1981). „En avant la musique“. Le Parisien (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Georges Hilleret (26 mai 1984). „Le bonheur de jouer Bach après quelques mois de pratique“. Télé 7 Jours (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Stephan Friedrich (Décembre 2014). „Michèle Paris - L'adulte prodige“. Classica L'Express (ფრანგული): 9. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Edgar Schneider (3 mai 1980). „Jours de France“. Le Carnet de la Semaine. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Elisabeth Chavelet (18 avril 1980). „Le piano enseigné en méthode accélérée“. France-Soir (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Pierluigi Locchi (4 avril 1981). „Elle est devenue virtuose en six mois“. Le Figaro Magazine (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „En Bref- Récital à la Fondation Cziffra“. Le Monde (ფრანგული). 26 mai 1984. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Marc-Olivier Fogiel (Décembre 2018). „Le Divan - William Scheller“. France 3 (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Enseignement de la musique : extension du centre Michel Sogny - Sénat.