თამარ აბრამიშვილი

ქართველი ისტორიკოსი

თამარ აბრამიშვილი (დ. 1912, იტრია, ხაშურის რაიონი — გ. 1996) — ქართველი ისტორიკოსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1939 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში: ბიბლიოთეკარად (1934-1937 წწ.), ისტორიის განყოფილების უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, ნუმიზმატიკის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1958-1996 წწ.). თამარ აბრამიშვილი ნაყოფიერად მუშაობდა საქართველოს ფარგლებში აღმოჩენილი ბიზანტიური სამონეტო განძების შესწავლის თვალსაზრისით, სისტემატიურად და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობაში (მცხეთის, ძველი ანაგის, კოღოთოს, ურბნისის), ასრულებდა დიდი მოცულობის საფონდო-სამუზეუმო სამუშაოს, იყო სამი ფონდის („ძველი ერანის მონეტები“, „ბიზანტიური მონეტები“ და „განძების ფონდი“) მცველი.

გამოქვეყნებული აქვს 32 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 5 მონოგრაფია. ისტორიის მეცნიერებათა კანდიტატი, ნუმიზმატიკოსი. მისი სადისერტაციო თემა იყო „XIII-XIV სს. დასავლურ-ქართული ფული (კირმანეული)“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009, გვ. 5

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება