თამაზ ვაშაყმაძე

ქართველი მათემატიკოსი

თამაზ ვაშაყმაძე (დ. 16 სექტემბერი, 1937, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1995).[2] მიიღო პრინციპული მნიშვნელობის მქონე შედეგები წრფივი ალგებრის გამოთვლითი მეთოდების კვლევისას, ჩვეულებრივი და კერძო წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების ამოცანებისა და უწყვეტ გარემოთა მექნიკის მატემატიკური პრობლემების გამოკვლევისას.

თამაზ ვაშაყმაძე
დაბ. თარიღი 16 სექტემბერი, 1937(1937-09-16)[1] (87 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მათემატიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი, ღირსების ორდენი და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

1968 წლიდან დღემდე არის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე (1973 წლიდან), მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (2009 წლიდან). 1988 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, 2009 წლიდან კი ემერიტუს-პროფესორი.[3] არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (2005).[4] დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით (1977, 2009), საქართველოს ღირსების (2003) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო (2012) ორდენებით[5]. მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო.

ბიოგრაფია

რედაქტირება

თამაზ სერგოს-ძე ვაშაყმაძე დაიბადა 1937 წლის 16 სექტემბერს ქალაქ თბილისში პედაგოგ სერგო ვაშაყმაძისა და ანა დვალიშვილის ოჯახში. 1954 წელს ვერცხლის მედლით დაამთავრა თბილისის ვაჟთა მეშვიდე საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა თსუ-ს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ 1959 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში, სადაც მისი ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი შალვა მიქელაძე. 1962 წელს თამაზ ვაშაყმაძემ მუშაობა დაიწყო ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, სადაც 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია გამოთვლით მათემატიკაში. 1984 წელს შედგა მისი სადოქტორო დისერტაციის წინასწარი დაცვა ლომონოსოვის უნივერსიტეტში, ოფიციალური კი 1987 წელს მათემემატიკის ინსტიტუტში.

1968 წელს გადავიდა ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომელად, 1973 წლიდან იყო განყოფილების გამგე, ხოლო 2009 წლიდან არის რიცხვითი მეთოდებისა და მათემატიკური მოდელირების მიმართულების ხელმძღვანელი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. იგი 1988-2006 წლებში იყო თსუ-ს გამოყნებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, 2006-2009 წლებში სრული პროფესორი, ხოლო 2009 წლიდან ემერიტუს-პროფესორი და მიწვეული პროფესორი.

თამაზ ვაშაყმაძე არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 9 მონოგრაფიის ავტორი. მან აღზარდა მრავალი მეცნიერი, რომელთაგან ზოგიერთი ნაყოფიერად მუშაობდა და ახლაც მუშაობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. თამაზ ვაშაყმაძე მონაწილეობდა 180-ზე მეტ საერთაშორისო და რესპუბლიკური მნიშვნელობის კონფერენციისა და სხვადასხვა სახის სამეცნიერო ფორუმების მუშაობაში, სადაც წაკითხული აქვს 130-ზე მეტი სექციური ხასიათის და 30-მდე პლენარული მოხსენება. იგი არაერთხელ იყო მიწვეული ლექციების წასაკითხად და ერთობლივი სამეცნიერო მუშაობის ჩასატარებლად მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

ჯილდოები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. National Library of Israel Names and Subjects Authority File
  2. თამაზ ვაშაყმაძე. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 21 მაისი, 2019.
  3. „ის საერთაშორისო დონის გამორჩეული მეცნიერია“. „საქართველოს რესპუბლიკა“. ქართული პრესისი ელექტრონული არქივი (2013-04-18). ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2019.[მკვდარი ბმული]
  4. ვაშაყმაძე თამაზ. georgianencyclopedia. ციტირების თარიღი: 21 მაისი, 2019.[მკვდარი ბმული]
  5. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოებულები: 2011-2015. datalab.ge. ციტირების თარიღი: 21 მაისი, 2019.