თამაზ გუგუშვილი (დ. 18 მარტი, 1946, ქ. აბაშა) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

თამაზ გუგუშვილი
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1946 (1946-03-18) (78 წლის)
დაბადების ადგილი აბაშა, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1969-1980 წლებში ეწეოდა მუშაობას საპროექტო ინსტიტუტების „საქსოფლმშენსახპროექტისა“ და „საქქალაქმშენსახპროექტის“ ეკონომისტად, ინჟინერ-ეკონომისტად, უფროსი ინჟინერ-ეკონომისტად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარი ინჟინრის და განყოფილების გამგის მოადგილედ, 1980-1990 წლებში იყო საქართველოს სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სექტორის გამგე. 1990 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრის განყოფილების გამგე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ წმინდა ილია მართლის საზოგადოება დემოგრაფიის და განახლების ქვეკომისიის თავმჯდომარე ჰუმანიტარულ და სოცილურ საკითხთა კომისიის წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1991-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის შრომის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრი. 2001-2005 წლებში იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარე. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის მათ შორის მონოგრაფიის ავტორი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება