თამაზ ამბროლაძე (დ. 23 დეკემბერი, 1936, ქუთაისი — გ. 2017) — ქართველი გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.

ბიოლოგია

რედაქტირება

1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი, ჰიდროგეოლოგიის სპეციალობით.

1960 წელს მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ „საქგიპროშახტში“ ინჟინრად, სადაც მუშაობდა 1962 წლამდე. 1962-1968 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ჰიდრავლიკისა და ჰიდრონაგებობების კათედრაზე. 1962-1965 წლებში იყო კათედრის ასპირანტი, შემდეგ ლაბორანტი და ასისტენტი. 1968-2006 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკის კათედრაზე, პედაგოგ-დოცენტის სტატუსით. 1970-1973 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. 1973-1976 წლებში მუშაობდა ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. 1976-1985 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის დეკანი. 2006-2017 წლებში არჩეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად და ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჰიდრავლიკისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულებით. ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 2 სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოსა და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის. იყო საერთაშორისო კონგრესის სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009). მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ჰიდრავლიკა, ჰიდროლოგია, ჰიდრომეტრია: სახელმძღვანელო, თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2013, გვ. 462 ISBN 9789941203800
  • წყლის მეურნეობა : დამხმარე სახელმძღვანელო, თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2009, გვ. 392 ISBN 9789941145902
  • ლაბორატორიული პრაქტიკუმი ჰიდრავლიკაში, თბილისი, 1978, გვ. 120
  • ლაბორატორიული პრაქტიკუმი ჰიდრავლიკაში, თბილისი, საქართველოს პოლიტექნ. ინ-ტი, 1974, გვ. 134

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 45

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება