თათია ხაინდრავა (დ. 16 მაისი, 1928, გაგრა — გ. 2005) — ქართველი მსახიობი, მხატვრული კითხვის ოსტატი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1928 წლის 16 მაისს ქალაქ გაგრაში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (დ. ალექსიძის კლასი). 1951-1959 წლებში მუშაობდა თეატრალურ ინსტიტუტში, 1959-1961 წლებში - ბათუმის, 1961-1963 წლებში - სანკულტურის, 1963-1983 წლებში კი მარჯანიშვილის თეატრში. 1983–2003 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და რადიოსა და ტელევიზიის ინსტიტუტის მეტყველების კათედრის კონსულტანტი.

გადაღებულია ფილმებში: „დიდოსტატის მარჯვენა“, „კაცია ადამიანი?!“, „ხარება და გოგია“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება