კუნძულ ზმეინის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან თავდასხმა კუნძულზე ზმეინი)

კუნძულ ზმეინისთვის ბრძოლა (ან გველების კუნძულისთვის ბრძოლა) — საბრძოლო შეტაკება რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ჯარებს შორის. გაიმართა 2022 წლის 24 თებერვალს კუნძულ ზმეინიზე ( უკრ. Острів Зміїний) 2022 წლის უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს.

კუნძულისა და თავდასხმის ადგილმდებარეობა

დაახლოებით 18:00 საათზე, უკრაინის სახელმწიფო მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ 2022 წლის რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს კუნძულ ზმეინის თავს დაესხა რუსული გემები.[1][2] თავდასხმაში მონაწილეობდნენ კრეისერი მოსკვა და საპატრულო გემი ვასილი ბიკოვი, რომლებმაც თავდასხმისას ხომალდებზე არსებული შეიარაღება გამოიყენეს. [3]

უკრაინსკა პრავდას მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის თანახმად, როდესაც რუსულმა ხომალდებმა კუნძულის დამცველებს დანებებისკენ მოუწოდეს, მათ რუსულად უპასუხეს: „Русский военный корабль, иди на хуй!“.[4][5]

22:00 საათზე (მოსკოვის დროით (UTC+2) 01:00 საათზე) უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა დაიპყრეს კუნძული საზღვაო და საჰაერო დაბომბვის შემდეგ, რომელმაც სრულიად გაანადგურა კუნძულის მთელი ინფრასტრუქტურა. [6][7] 13 მესაზღვრე, რომლებიც შეადგენდნენ კუნძულის მთელი გარნიზონი დაიღუპა ბრძოლის დროს. [8][9] პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა მებრძოლს სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. [5]

ჟურნალმა The Week კუნძულის დამცველების ფრაზა შეადარა XIX საუკუნეში ალამოს ბრძოლაში წარმოთქმულ ფრაზას „გახსოვდეთ ალამო“.[10]

  1. Зубкова, Даша. (24 February 2022) Zmiinyi Island In Black Sea Attacked From Russian Ships - Border Service. Ukrainian News Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი 2022. ციტირების თარიღი: 24 February 2022
  2. Ukrainian soldier deployed on Snake Island live streamed the moment a Russian warship opened fire on the Island. All 13 soldiers lost their lives.. @PokiRae_. ციტირების თარიღი: 25 February 2022
  3. „Russian Navy Captures Ukraine's Outpost on Snake Island“. The Maritime Executive (ინგლისური). 24 February 2022. ციტირების თარიღი: 25 February 2022.
  4. “Русский корабль, иди на х.й!”: захисники Зміїного відповіли ворогові uk. ციტირების თარიღი: 2022-02-25
  5. 5.0 5.1 Josh Pennington. Russia invades Ukraine en (2022-02-24). ციტირების თარიღი: 2022-02-25
  6. „Острів Зміїний захопили російські окупанти - ДПСУ“. Gazeta UA. 24 February 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 February 2022. ციტირების თარიღი: 24 February 2022.
  7. Hallam, Johnny. (24 February 2022) Ukraine's State Border Guard says island south of country's coast falls into Russian hands. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი 2022. ციტირების თარიღი: 24 February 2022
  8. Ukraine's Snake Island under attack, border guards took up defense en-US (2022-02-24). ციტირების თარიღი: 2022-02-24
  9. 13 Ukrainian border guards killed in Russian take-over of Snake Island in the Black Sea, near the Romanian border - official. BNO News. ციტირების თარიღი: 24 February 2022
  10. How 'Russian warship, go f--k yourself' became Ukraine's 'Remember the Alamo!'. ციტირების თარიღი: 2022-02-25