ალამოს ბრძოლა (ინგლ. Battle of the Alamo, ესპ. Batalla de El Álamo, 23 თებერვალი6 მარტი 1836) წარმოადგენს ტეხასის რევოლუციის, ისტორიულიად გამორჩეულ ეპიზოდს. მექსიკური ტეხასის ნაწილიდან განიდევნა ტეხასის მექსიკური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ ეს ბრძოლა მოიგო. მიუხედავად ამისა, ალამოს ბრძოლა ისტორიაში შევიდა, როგორც მოსახლეობის უმცირესობის მხრიდან გმირული თავდაცვის, კრიტიკულ დღეებში მაღალი სულისკვეთებისა და გამბედაობის გამოვლენის ლეგენდარული მაგალითი. მენჩაკის წიგნის«Recovering History, Constructing Race: The Indian, Black, and White Roots of Mexican Americans» და სხვა ისტორიული წყაროების მიხედვით 1834 წელს ტეხასში 30000 ინგლისურენოვანი და 7000 ესპანურ ენაზე მოლაპარაკე მოსახლე აღიწერება. მექსიკის პრეზიდენტი ანტონიო ლოპეს დე სანტა-ანას ხელმძღვანელობით განხორციელდა შეჭრა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ადრე მის კონტროლს ექვემდებარებოდა. 23 თებერვალს მექსიკური არმია იკავებს ბექარს და იწყებს ტეხასის ჰროიზონტზე ალამოს მისიის გაშლას.

ალამო, 1854 წლის ნახატი
1903 წლის ნახატი
ანტონიო ლოპეს დე სანტა-ანა

6 მარტის დილას, მექსიკის ჯარი შტურმით იკავებს ალამოს. ტეხასელები ორ შეტევას იგერიებენ და თავდაცვაზე გადადიან, მაგრამ მესამე ბრძოლა მათთვის უმძიმესი შედეგებით მთავრდება. ტეხასელი ჯარისკაცების დარჩენილი ნაწილი ორსართულიანი ქვის შენობის (ალამოს) და მისი სამრეკოლს მიდამოს პოზიციებს იკავებს. აჯანყებულთა ნაწილის მცირერიცხოვანი ჯგუფი ყაზარმებისკენ გაიქცა და ცდიოლბდნენ თავის გადარჩენას, მაგრამ ამ გზაზე მათ ცეცხლი გაუხსნა მრავალრიცხოვანმა მექსიკურმა კავალერიამ. მექსიკელი მებრძოლები, დიდი ძალისხმევით და მსხვერპლით იღებდნენ შენობის თითოეულ ოთახს. ბრძოლის დასასრულას, მრავალრიცხოვანი არმია შენობას იღებს და ამყარებს მასზე კონტროლს; მაგრამ დამარცხებულ აჯანყებულთა მხრიდან წარმოებული გმირული თავდაცვა, საბრძოლო სულისკვეთების გამოვლენის ენციკლოპედიურ, ისტორიულ ნიმუშად იქცა.

დაუზუსტებელი წყაროებით და გადმოცემით ბრძოლის დროს ხუთი თუ შვიდი ტეხასელი დანებდა და ტყვედ ჩაბარდა, მაგრამ სანტა-ანას ბრძანებით ისინი სიკვდილით დასაჯეს. ცალკეული წყაროების მიხედვით დაღუპულ ტეხასელთა რიცხოვნობა 182 - 257 დიაპაზონში ფიქსირდება, ეს მაშინ როდესაც მექსიკური ჯარის დანაკარგი 400-600 დაჭრილსა და დაღუპულს მოითვლის. ალამოს ლეგენდარული ბრძოლის შემდეგ, ტეხასის გარნიზონის მხრიდან გადარჩა ორი მეომარი, რომლებიც შეიწყალა მქსიკურმა მხარემ, ესენია რაბუ ჯო და ტეხასის არმიის დეზერტირი ბრიგიდო ჰერერო. სანტა-ანამ ასევე შეიწყალა ქალები და ბავშვები, რომლებიც გათავისუფლდნენ დაკითხვების შემდეგ.

ალამოს გმირული თავდაცვა და ეს ლეგენდარული ბრძოლა დღეს ამერიკელი მოქლაქეებისთვის წარმოადგენს, ზოგადად პრობლემების მიმართ მდრგადობის და გმირული სულისკვეთების მაგალითს. ფრაზა „გახსოვდეს ალამო!“ - რთული პრობლემების წინაშე მდგომ ადამიანთა ურთიერთ-შთაგონებას და გამხნევებას ემსახურება.

დამატებითი ინფორმაცია

რედაქტირება
  • Crisp, James E. (2005), Sleuthing the Alamo, Oxford University Press, ISBN 0195163494
  • Hardin, Stephen L. (2001), The Alamo 1836: Santa Anna's Texas Campaign, Osprey Campaign Series #89, Osprey Publishing, ISBN 1841760900

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება