რუსული სამხედრო ხომალდი, იდი ნახუი

„რუსული სამხედრო ხომალდი, იდი ნახუი“ (რუს. Русский военный корабль, иди на хуй) — უკრაინელი სამხედროების პასუხი რუსული სამხედრო ხომალდის მოთხოვნაზე, რომელმაც დანებება მოსთხოვა მათ, კუნძულ ზმეინიზე შეტევისას, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს.

კუნძული 2007 წელს

24 თებერვალს, რუსული სამხედრო ხომალდი მიუახლოვდა შავ ზღვაში მდებარე უკრაინულ კუნძულ ზმეინის და უკრაინელ სამხედროებს იდენტიფიცირების გარეშე ორჯერ შესთავაზა დანებება: „მე რუსეთის სამხედრო გემი ვარ. გთავაზობთ, დაყაროთ იარაღი და სისხლისღვრისა და გაუმართლებელი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად დაგვნებდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიბომბებით“.[1]

პასუხად უკრაინელმა სამხედროებმა უთხრეს: „რუსული სამხედრო ხომალდი, იდი ნახუი“.

საღამოს გამოსვლაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა მესაზღვრე, ვინც კუნძულს იცავდა, დაიღუპა: „ჩვენს კუნძულზე, რომელსაც ბოლომდე იცავდნენ, ყველა ჩვენი მესაზღვრე გმირულად დაიღუპა. თუმცა, არ დანებდნენ. ყველა მათგანს სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭება. მარადიული ხსოვნა მათ, ვინც სიცოცხლე უკრაინისთვის გაწირა“.

უკრაინელი სამხედროების პასუხი რუს სამხედრო გემს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 მესაზღვრისგან შემდგარი გარნიზონი მთლიანად განადგურდა.[2] რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით კი 82 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ტყვედ ჩაბარდა.[3]

შემდგომში ცნობილი გახდა, რომ კუნძულზე იერიში სამხედრო კრეისერმა „მოსკოვმა“ და საპატრულო ხომალდმა „ვასილი ბიკოვმა“ მიიტანა.[4]

რეაქცია რედაქტირება

ფრაზა გახდა სიმბოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ამერიკულმა გაზეთმა „Navy Times“ დაწერა, რომ ფრაზა სოციალურ ქსელებში უკრაინელების გამაერთიანებელ ლოზუნგად იქცა, ასევე უკრაინის მომხრეების ლოზუნგად მთელს მსოფლიოში.[5] ასევე, ჟურნალმა „The Week“ ეს ფრაზა „გახსოვდეთ ალამო“-ს შეადარა, რომელსაც ტეხასის დამცველები იყენებდნენ XIX საუკუნეში.[6]

რუსმა პოეტმა, დიმიტრი ბიკოვმა ლექსი მიუძღვნა ზმეინის კუნძულისთვის ბრძოლებს და უკრაინელი მესაზღვრეების პასუხს რუსული ხომალდის მიმართ. მან ეს ფრაზა ვატერლოოს ბრძოლის დროს წარმოთქმულ „კემბრონის რეპლიკას“ გაუტოლა.[7]

სქოლიო რედაქტირება

  1. კუნძულ ზმეინის უკრაინელები აკონტროლებენ - აცხადებს უკრაინის შსს. რადიო თავისუფლება (თებერვალი 25, 2022). ციტირების თარიღი: 2022-02-26.
  2. За даними МВС, на острові Зміїний загинули 13 українських прикордонників. (2022-02-24). ციტირების თარიღი: 2022-02-25
  3. „В Минобороны сообщили о сдавшихся украинских военных на острове Змеиный“. Lenta.ru. 25 февраля 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-25. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. Russian Navy Captures Ukraine's Outpost on Snake Island. ციტირების თარიღი: 2022-02-26
  5. Geoff Ziezulewicz. (2022-02-25) Ukrainians trapped on Snake Island to the Russians demanding their surrender: ‘go f*ck yourself.’. ციტირების თარიღი: 2022-02-25
  6. Weber, Peter. (2022-02-25) How 'Russian warship, go f--k yourself' became Ukraine's 'Remember the Alamo!'. ციტირების თარიღი: 2022-02-25
  7. Дмитрий Быков. (2022-02-26) Остров Змеиный. novayagazeta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-26. ციტირების თარიღი: 2022-02-26