თაგვიკუდა (ლათ. Myosurus) — ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. აქვთ ფესვთანურ როზეტად შეკრებილი ვიწროხაზური ფოთლები და წვრილი, ორსქესიანი მარტოული ყვავილები. გვიგვინის ფურცლები გადაქცეულია სანექტრეებად. ნაყოფი მრავალკაკლუჭაა; განლაგებულია წაგრძელებულ ყვავილსაჯდომზე.
გვარი მოიცავს 6 (სხვა მონაცემებით 15 სახეობას), რომლებიც გავრცელებულია ზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 1 სახეობა — ლათ. Myosurus minimus; იზრდება ნესტიან მდელოებზე და მდინარეებში ნაპირებზე, სარევლად — ნათესებსა და გზისპირებზე.