თაბაშირ-მუყაო (იგივე ე.წ. „გიფს(ო)კარტონი“ < რუს. Гипсокартон) — შემავსებელი/შემომზღუდავი დანიშნულების სამშენებლო მასალა, დამზადებული თაბაშირისგან და მუყაოს ფურცლებისგან.[1] მეტწილად გამოიყენება შენობების ინტერიერში (თაბაშრის შემცველობის გამო არ არის წყალმედეგი მასალა) ტიხრების მოსაწყობად, კედლების და ჭერის მოსაპირკეთებლად. თაბაშირ-მუყაო მზადდება თაბაშირის დუღაბისგან (შეიცავს სხვადასხვა დანამატებს), რომელსაც მუყაოს (ან სქელი ქაღალდის) ფურცლებს შორის პრესში ატარებენ და აშრობენ. აქვს მართკუთხა ფილის / პანელის ფორმა და სრულტანიანი, ან ღრუტანიანი მოცულობა, გამოდის რამდენიმე სტანდარტული ზომის სახით, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: 2500x1200x12,5 მმ.

თაბაშირმუყაოს შტაბელი

განასხვავებენ ჩვეულებრივს, ნესტ და ცეცხლეგამძლე თაბაშირ-მუყაოს ფილებს.[2] ნესტგამძლე ფილები განკუთვნილია სათავებისთვის/სამყოფებითვის, სადაც მაღალი ტენიანობაა ჰაერში (მაგალითად, სააბაზანოებში). ცეცხლგამძლე ფილები გამოიყენება ბუხრის პირების და სხვა, ცეცხლის წყაროსთან ახლომყოფი კვანძების მოსაპირკეთებლად. არსებობს აგრეთვე თაბაშირბოჭკოვანი ფილები, რომლებიც მაღალი სიმტკიცით გამოირჩევიან, და მაღალი ბგერაიზოლაციის აკუსტიკური თაბაშირ-მუყაო.

მშენებლობაში აქტიურად გამოიყენება XX საუკუნის დასაწყისიდან[3] და დღევანდელ დღეს, გამოყენების სიმარტივისა და სიიაფის წყალობით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამშენებლო მასალაა მსოფლიოში. გავრცელებულია თაბაშირ-მუყაოს წარმოებისა და გამოყენების რამდენიმე საერთაშორისო სტანდარტი, მათ შორის საერთაშორისო სამშენებლო კოდექსის სტანდარტი[4].


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.