სამშენებლო მასალა
სამშენებლო მასალა — ნებისმიერი სახის მასალა, რომელიც გამოიყენება მშენებლობის მიზნით. მრავალი ბუნებრივად არსებული ისეთი მასალა, როგორიცაა თიხა, ქვა, ქვიშა, ხე, ტოტები და სხვა, გამოიყენებოდა და გამოიყენება მშენებლობისათვის. ბუნებრივის გარდა ბევრი ხელოვნური და სინთეზურად მიღებული მასალა გამოიყენება მშენებლობაში. ზოგიერთ ქვეყანაში სამშენებლო მასალების მანუფაქტურა განვითარებული ინდუსტრიაა. ამ მასალების გამოყენება ტრადიციულად ცალკეულ სეგმენტებად და სპეციალობებად იყოფა, მაგ.: დურგლობა, სანტექნიკა, თბოიზოლაცია, გადახურვა, გაყვანილობა და ა.შ. ეს სპეციალობები უზრუნველყოფენ შენობებში, მათ შორის სახლებში შესაფერისი ჰაბიტატის შექმნას.
ლიტერატურა
რედაქტირება- „building" def. 2 and 4, „material“ def. 1. Oxford English Dictionary Second Edition on CD-ROM (v. 4.0)© Oxford University Press 2009
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |