ზღვის ძროხა
ზღვის ძროხა, სტელერის ძროხა (ლათ. Hydrodamalis stelleri ან Hydrodamalis gigas) — ზღვის ძუძუმწოვარი სირენების რიგისა. სხეულის სიგრძე 8 მ აღწევდა, წონა 3,5 ტ-მდე. მასიური თითისტარისებრი სხეული ბოლოვდებოდა ჰორიზონტალური ფარფლით. წინა კიდურებად ფარფლები ჰქონდა, უკანა არ ჰქონია. შიშველი, სქელი და უხეში კანი ჰქონდა, კბილები არ გააჩნდა. სასა და ქვედა ყბის კიდეები დაფარული იყო წიბოვანი რქოვანი ფირფიტებით. ბინადრობდა კომანდორის კუნძულებთან წყალმარჩხში. იკვებებოდა წყალმცენარეებით ხორცისა და ქონის გამო უზომო რეწვის შედეგად მთლიანად განადგურდა დაახლოებით 1765 წელს.
ზღვის ძროხა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ზღვის ძროხის მულაჟი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Hydrodamalis stelleri ან Hydrodamalis gigas | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
გადაშენებული IUCN 3.1 Extinct : 10303 | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 552.