ზღვისპირა ლურჯი ნარი

ზღვისპირა ლურჯი ნარი (ლათ. Eryngium maritimum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. ლეგა ფერისაა. ღერო სიმაღლეში 20–50 სმ-ია, თითქმის ძირიდანვე გაფარჩხულ-დატოტვილია. აქვს ტყავისებური ფოთლები, ნათლად გამოსახული ძარღვებით, კიდეებზე მსხვილეკლებიანი, მომრგვალოგულისებური ან თირკმლისებური. თავაკები დიდი ზომისაა, სფეროსებური. საბურველის ფოთოლაკები – 5, ფართორომბისებრი. თანაყვავილები სადგისისებურია, წვერზე 3 წვეტით. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივლის-სექტემბერში. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, სამეგრელოსა და აჭარაში. იზრდება ზღვისპირა სილნარებზე.[1]

ზღვისპირა ლურჯი ნარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  ლურჯი ნარი
სახეობა:  ზღვისპირა ლურჯი ნარი
ლათინური სახელი
Eryngium maritimum L., 1753

სქოლიო რედაქტირება

  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 42.