ზურნა (ალმანახი)
„ზურნა“ იყო:
- ქართული კარიკატურებიანი საოხუნჯო ალმანახი. გამოდიოდა თბილისში 1908 წელს. რედაქტორი — აკაკი წერეთელი, გამომცემელი — დ. აბდუშელი. გამოვიდა 3 რვაგვერდიანი ნაკვეთი უთარიღოდ.
- ყოველდღიური კარიკატურებიანი სატირულ-იუმორისტული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1912 წელს. გამომცემელი — მ. ლელაშვილი. კარიკატურები ეკუთვნით ოსკარ შმერლინგსა და სატურნს. გამოვიდა 3 რვაგვერდიანი ნომერი. „ზურნის“ გაგრძელება იყო ჟურნალი „შურდული“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 545.