ზურაბ ურთაშვილი (დ. 4 აგვისტო, 1998, მცხეთა) — ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირის (მედვედის მემორიალი) გამარჯვებული (2015, მინსკი, ბელარუსი, 100 კგ), ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირის (იადეგარ იმამის თასი) გამარჯვებული (2015, მაშადი, ირანი, 100 კგ),ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირის (ფრეიდენფელდსის მემორიალი) გამარჯვებული (2016, რიგა, ლატვია, 120 კგ), ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული (2018, რომი, იტალია, 97 კგ), ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (2018, რიგა, ლატვია, 125 კგ), 23 წლამდელებს შორის საერთაშორისსო ტურნირის გამარჯვებული (2019, ბლაგოევგრადი, ბულგარეთი, 125 კგ).