ზურაბ ლეკვეიშვილი
ზურაბ ლეკვეიშვილი (დ. 11 მარტი, 1934, იანეთი, სამტრედიის რაიონი) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.
1958-1969 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძძღვანელად, პროექტისა და განყოფილების მთავარ ინჟინრად და განყოფილების უფროსად. 1969 წელს გადაიყვანეს საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში" მთავარ ინჟინრად. იყო საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქკომუნრეწმმშენის" მთავარი ინჟინერი 1972 წლიდან, 1978 წლიდან კი ამავე ტრესტის მმართველი. 1987 წელს დაინიშნა საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ორგანიზაციის "საქბინრემპროექტის" მთავარ სპეციალისტად. 1988 წელს იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინერი 1991 წელს კი საქართველოს კომუნალური მეურნეობის გაერთიანების თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. ხელმძღვანელობდა ქალაქებისა და რაიონული ცენტრების წყალსადენ-კანალიზაციის მაგისტრალური ქსელსბისა და ნაგებობების ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავებას, შავნაბადაში ახალგაზრდული ქალაქის, უმაღლესი სასამართლოს, მწერალთა კავშირის ადმინისტრაციული შენობების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რესპუბლიკური სასტუმროების მშენებლობას. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.
ჯილდოები
რედაქტირება- საპატიო ნიშნის ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 339-340