ზიუბეიდე ჰანუმი
ზიუბეიდე ჰანუმი (თურქ. Zübeyde Hanım; დ. 1857, ლანგადასი, სალონიკი, ოსმალეთის იმპერია – გ. 15 იანვარი, 1923, იზმირი, თურქეთი) — თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, ქემალ ათათურქის დედა. ჰაჯისოფულარის ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი, თავის ორ ძმასთან ერთად. ზიუბეიდე დაიბადა სოფელ ლანგადასში (დღეს სალონიკის რაიონი), 1857 წელს, როგორც თურქი გლეხის ქალიშვილი.[2] ჰაჯისოფულარის ოჯახი კარამანოღულარის ბეილიკის დაცემის შემდეგ გადასახლდნენ მაკედონიაში.[3]
ზიუბეიდე ჰანუმი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Zübeyde Hanım |
დაბადების თარიღი |
1857 ლანგადასი, სალონიკი, ოსმალეთის იმპერია (დღეს საბერძნეთი) |
გარდაცვალების თარიღი |
15 იანვარი, 1923 (65–66 წლის)[1] იზმირი, თურქეთი |
მეუღლე(ები) |
ალი რიზა ეფენდი (იქ. 1871; გარდ. 1888) რაგიფ ბეი |
შვილ(ებ)ი | ფატმა, იომერი, აჰმეთი, მუსტაფა, მაკბულე, ნაჯიე |
ადრეული წლები
რედაქტირებაზიუბეიდე ჰანიმი დაიბადა 1857 წელს ლანგადასში, თურქულ ოჯახში,[4][5] და ისტორიკოსს შევქეთ სურეია აიდემირის მიხედვით, ის წარმოშობით იორუკი იყო.[6] სხვა წყაროების მიხედვით, დედამისი მაკედონელი,[7] ბულგარელი,[8] ან ებრაელი[8][9] წარმომავლობის იყო. ზოგიერთი ისტორიკოსი ასევე ამტკიცებდა, რომ იგი ალბანური წარმოშობის იყო.[10] ზუბეიდემ ადრეული წლები პატარა მეიჯარის ქალიშვილად სამხრეთ ალბანეთში, ფერმაში გაატარა. მას აღწერდნენ, როგორც ქერა თმიან, ცისფერთვალა და ზორბა აღნაგობის. გავრცელებული თვალსაზრისით, დედამისის ეთნიკურმა წარმომავლობამ გავლენა მოახდინა მის შვილზე, მუსტაფა ქემალზე.
ზუბეიდე ჰანიმს საბაზისო განათლება ჰქონდა მიღებული, რაც მხოლოდ წერა-კითხვით შემოიფარგლებოდა. იმის გამო, რომ წერა-კითხვა იცოდა, მას მეტსახელად „ზუბეიდე მოლა“ (ვისაც გააჩნია ცოდნა და ასწავლის სხვა ადამიანებს, კერძოდ, თეოლოგიის მასწავლებელს) ეძახდნენ.
ზუბეიდე ჰანიმი მორწმუნე მუსლიმი იყო და თავის რწმენის გამო, თავისი ვაჟი მუსტაფა ქემალ ათათურქი გაგზავნა „Mahalle Mektebi“-ში, რაც ისლამური სკოლაში იყო, სადაც ყურანს ასწავლიდნენ.
ბოლო წლები
რედაქტირებაბალკანეთის ომების შემდეგ, როდესაც ოსმალებმა სალონიკი დაკარგეს საბერძნეთთან ომში, ზიუბეიდე ჰანიმი საცხოვრებლად თავის ქალიშვილთან ერთად სტამბოლში, ბეშიქთაშ-აქარეთლერის რაიონში გადავიდა. 1922 წელს კი ანკარაში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ქალაქის კლიმატი მისთვის შეუსაფერისი იყო, ამიტომ შემდეგ საცხოვრებლად იზმირში გადავიდა.
გარდაიცვალა 1923 წლის 15 იანვარს.[11] 1940 წელს მისთვის მემორიალი ააგეს, სადაც ახლა განისვენებს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ İzmir Büyükşehir Belediyesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2024-04-06.
- ↑ Isaac Frederick Marcosson, Turbulent years, Ayer Publishing, 1969, p. 144.
- ↑ Haberiniz | Köşe yazıları | ALİ GÜLER | Atatürk'ün Saklanan Soyağacı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-04. ციტირების თარიღი: 2024-04-06.
- ↑ Jackh, Ernest, The Rising Crescent, (Goemaere Press, 2007), p. 31, Turkish mother and Albanian father
- ↑ Isaac Frederick Marcosson, Turbulent Years, Ayer Publishing, 1969, p. 144.
- ↑ Şevket Süreyya Aydemir, Tek Adam: Mustafa Kemal, Birinci Cilt (1st vol.): 1881–1919, 14th ed., Remzi Kitabevi, 1997, ISBN 975-14-0212-3, p. 31. (in Turkish)
- ↑ „Turkey: The land a dictator turned into a democracy“. Time Magazine. 12 October 1953. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 May 2010. ციტირების თარიღი: 28 December 2023.
- ↑ 8.0 8.1 Zadrożna, Anna (31 July 2017). „Reconstructing the past in a post-Ottoman village: Turkishness in a transnational context“. Nationalities Papers. 45 (4): 524–539. doi:10.1080/00905992.2017.1287690. S2CID 132176422.
- ↑ Gershom Scholem, "Doenmeh", Encyclopaedia Judaica, 2nd ed.; Volume 5: Coh-Doz, Macmillan Reference USA, Thomson Gale, 2007, ISBN 0-02-865933-3, p. 732.
- ↑ Fodor, Marcel William (1939). South of Hitler (English). United States, University of Wisconsin - Madison: Houghton Mifflin, გვ. 73. „His mother, Subeida, was the daughter of a small tenant of a farm in Southern Albania. According to such reliable evidence as I was able to collect, this blonde-haired, blue-eyed, robust woman was an Albanian whose mother, in turn, was a Macedonian. Mustapha Kemal with his blue eyes and blond hair resembled his...“
- ↑ Winer, Jerome A.; Anderson, James W. (2013-09-05) The Annual of Psychoanalysis, V. 31: Psychoanalysis and History (en). Routledge. ISBN 9781134911820.