ზვიად ჭუმბურიძე

დიპლომატი, ფილოლოგი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზვიად ჭუმბურიძე (დ. 21 მაისი, 1963, თბილისი, საქართველო) — ქართველი დიპლომატი, ფილოლოგი.

ზვიად ჭუმბურიძე
დაბ. თარიღი 21 მაისი, 1963(1963-05-21)[1] (61 წლის)
დაბ. ადგილი სსრკ[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა დიპლომატი და ფილოლოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი. "კლინგენდაილ"-ის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი, ნიდერლანდებში. 1986-1990 წლებში იყო რესპუბლიკური საზოგადოება "ცოდნა" განყოფილების გამგე; 1990-1992 წლებში კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს UNESCO-ს საერთაშორისო კომისიის რეფერენტი. 1993-1997 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის, პარტნიორულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებათა დეპარტამენტის სხვადასხვა დიპლომატიური თანამდებობები. 1997-2000 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის, პარტნიორულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი. 2000-2002 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – საპარლამენტო მდივანი. 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2007-2008 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი. 2013 წლიდან ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი; 2019 წლიდან ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი. 2010 წელს ქ. ბუდაპეშტში ზვიად ჭუმბურიძის თაოსნობით გაიხსნა შოთა რუსთაველის სახელობის მოედანი და დაიდგა შოთა რუსთაველის ძეგლი. 2003-2007 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში. 2009-2013 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ხორვატიის რესპუბლიკასა და მონტენეგროში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. მიღებული აქვს უნგრეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი "კომანდორის ჯვარი".[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება