ზვიად შალამბერიძე

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში 2019 წლიდან. დაიბადა სოხუმში 1978 წლის 18 ივნისს. სასკოლო განათლება მიიღო ზესტაფონში 1984-1995 წელი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექ-მათემატიკის ფაკულტეტი, სპეციალობა - მათემატიკური ეკონომიკა; ბაკალავრი, მაგისტრი; პარალელურად სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც 1999 წელს დაამთავრა.

2019.03 - 2019.07 წელს იყო სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იმერეთის მხარეში; 2015–2019 წლის მარტამდე შპს "ფრეგოს“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი; 2010–2015 - სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს” გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

2009–2010 წლებში იკავებდა სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს” გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტში, კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას; 2007–2009 წლებში იყო სს „ჯი პი აი ჰოლდინგის“ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი; 2005–2007 წლებში - სს "ჯი პი აი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების მენეჯერი; 2001–2004 - გაეროს განვითარების პროგრამა "საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესაძლებლობათა ზრდა“ "Capacity Building of GIOC"-ს ფინანსური ანალიტიკოსი.

პროფესიული ტრენინგები და სემინარები: 2002 "კავკასიის აკადემიური ცენტრი“ (CAC) ფინანსური აღრიცხვა და აუდიტი; 2007 „პარტნიორები საქართველო“ კლიენტებთან ურთიერთობისა და გაყიდვების ტექნიკები; 2008 ESM ეფექტური კომუნიკაციის უნარები;

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.