ზემფირა საფაროვა
ზემფირა იუსიფ ყიზი საფაროვა (აზერ. Zemfira Yusif qızı Səfərova; დ. 10 ივნისი 1937, კისლოვოდსკი) — აზერბაიჯანელი მუსიკათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი (1998), აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (2017), აზერბაიჯანის სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პრემია „ჰუმაი“ ლაურეატი.[2]
ზემფირა საფაროვა | |
---|---|
აზერ. Zemfira Səfərova | |
დაბ. თარიღი | 10 ივნისი, 1937 (87 წლის) |
დაბ. ადგილი | კისლოვოდსკი |
მოქალაქეობა |
სსრკ აზერბაიჯანი |
საქმიანობა | მუსიკოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი[1] |
მუშაობის ადგილი | აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია |
ალმა-მატერი | ბაქოს მუსიკალური აკადემია |
სამეცნიერო ხარისხი | ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი |
მეუღლე | ანარ რზაევი |
მამა | Q55655758? |
შვილ(ებ)ი | Gunel Anargizi |
ჯილდოები | პრემია „ჰუმაი“, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელევონების დამსახურებული მოღვაწე, დიდების ორდენი და დიდების ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაზემფირა საფაროვა 1937 წლის 10 ივნისს კისლოვოდსკში, ინჟინერ-მენავთობის იუსიფ საფაროვის ოჯახში დაიბადა.[3] 1960 წელს აზერბაიჯანის კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტი დაამთავრა, 1966 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტის ასპირანტურა (ხელმძღვანელი ი. რიჟინი).[4]
1959–1962 წლებში აზერბაიჯანის კონსერვატორისთან არსებულ მუსიკალურ ათწლედში ასწავლიდა. 1966 წლიდან არის აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტის თანამშრომელი (1975 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომელი), ხოლო 1980 წლიდან აზერბაიჯანული მუსიკალური ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელი. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „უზეირ ჰაჯიბეკოვის მუსიკალურ-ესთეტიკური კონცეფცია“.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია 1998 წლიდან. 2007 წელს არჩეულ იქნა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2017 წლის 2 მაისიდან ამავე აკადემიის აკადემიკოსად.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Zemfira Yusif qızı Səfərova დაარქივებული 2014-08-20 საიტზე Wayback Machine. // Официальный сайт Национальной академии наук Азербайджана.
- ↑ Аббасова Р.. (2014)Юсиф Сафаров. Страницы биографии. Yol. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-10.
- ↑ Сафарова, Земфира Юсуф-кызы // Большая биографическая энциклопедия. — 2009.
- ↑ Сафарова Земфира Юсиф кызы. ციტირების თარიღი: 2022-01-31