ზემო ოშორის ეკლესია

ზემო ოშორის ეკლესია — დარბაზული ეკლესია საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში.

ნასოფლარ ზემო ოშორას ზემოთ, ოშორის წყლის მარცხენა მხარეს კლდის ძირში არის თბილი გოგირდიანი აბანო (41°37′57″ ჩ. გ. 43°16′00″ ა. გ. / 41.632722° ჩ. გ. 43.26667° ა. გ. / 41.632722; 43.26667). აბანოს ზემოთ იმავე მხარეს კლდის ძირში მდებარეობს ნაეკლესიარი. 1930-იან წლებში გიორგი ბოჭორიძის მოგზაურობის დროს შემორჩენილი იყო ჩრდილოეთი კედელი 6 მ სიგრძით, სიმღლით 1.5 მ. სამხრეთის კედელი ნანგრევებში იყო მოყოლილი. დაზიანებული ეკლესიის ნანგრევებიდან გამომდინარე გ. ბოჭორიძე ვარაუდობდა, რომ ეკლესიის ზომები უნდა ყოფილიყო 6x2.5 მ-ზე. ეკლესიის ქვები ზოგი გატანილია, ხოლო ნაშთი ნანგრევებითაა სავსე და ტყემლის ხეებია ბუჩქებად ამოზრდილი.

ექვთიმე თაყაიშვილმა 1902 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის დროს მოინახულა და აღწერა ზემო ოშორის ეკლესიაც.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება