ზემო გრინდელვალდის მყინვარი
ზემო გრინდელვალდის მყინვარი (გერმ. Oberer Grindelwaldgletscher) — ხეობის ტიპის მყინვარი შვეიცარიაში, გრინდელვალდის მუნიციპალიტეტის სამხრეთით, ბერნის ალპების ჩრდილოეთ კალთებზე, ბერნის კანტონის ტერიტორიაზე. სიგრძე 6 კილომეტრია, ფართობი კი დაახლოებით 10 კმ²-ს მოიცავს.
ზემო გრინდელვალდის მყინვარი
| |
---|---|
გერმ. Oberer Grindelwaldgletscher | |
კოორდინატები: 46°37′08″ ჩ. გ. 8°50′40″ ა. გ. / 46.61889° ჩ. გ. 8.84444° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
ქედი | ბერნის ალპები |
ფართობი | 10 კმ² |
სიგრძე | 6 კმ |
ტიპი | ხეობური |
მყინვარი მდებარეობს შრეკჰორნის მთის სამხრეთითა და ვეტერჰორნის მთის ჩრდილოეთით გადაჭიმულ თოვლის ფართო მინდვრებზე. მყინვარის ენა ზღვის დონიდან 1 400 მ სიმაღლეზე მდებარეობს და შედეგად, ზემო გრინდელვალდი ალპების ერთ-ერთ ყველაზე დაბლა მდებარე მყინვარს წარმოადგენს.