შრეკჰორნი (გერმ. Schreckhorn) — მთა ბერნის ალპებში, შვეიცარიაში. ბერნის კანტონის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 4078 მ. მდებარეობს ზემო და ქვემო გრინდელვალდის მყინვარებს შორის, გრინდელვალდიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კილომეტრში. რეგიონი შედგება უდაბური მყინვარული ხეობებისაგან, მწვერვალთან სიახლოვეს აღმართულია ლაუტერაარჰორნი (4042 მ). ბერნის ალპების უმაღლესი მწვერვალი — ფინსტერაარჰორნი (4274 მ), შრეკჰორნიდან სამხრეთით სულ რაღაც 10 კილომეტრში მდებარეობს. გეოლოგიური თვალსაზრისით, შრეკჰორნი წარმოადგენს აარის მასივის ნაწილს, რომელიც აგებულია ძირითადად გრანიტებითა და გნაისებით.

შრეკჰორნი
კოორდინატები: 46°35′23″ ჩ. გ. 8°07′05″ ა. გ. / 46.589972° ჩ. გ. 8.118139° ა. გ. / 46.589972; 8.118139
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 4078 მ 
ქედი ბერნის ალპები
შრეკჰორნი — შვეიცარია
შრეკჰორნი

პირველი ასვლა განხორციელდა 1861 წლის 16 აგვისტოს, ლესლი სტივენის, ულრიხ კაუფმანის, კრისტიან მიხელისა და პიტერ მიხელის მიერ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება